Quantcast
Channel: What I See | Online Magazine »მუსიკა
Viewing all 24 articles
Browse latest View live

ჰიპების კომუნები 70- იანი წლების ამერიკაში

$
0
0

მსოფლიოში ყველაზე რომანტიკული მოძრაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში  60-იან წლებში ჩამოყალიბდა. ჰიპები პროტესტს უცხადებდნენ საზოგადოების მიერ დამკვიდრებულ ნორმებსა და წესებს. მათ ადვილად გამოარჩევდი სხვებისგან გარეგნობითა და ტანისამოსით – გრძელი, გაშლილი თმები, ჭრელი ტანისამოსი, ზურგჩანთები, უხეში ბათინკები და თმაში ჩაწნული ყვავილები მათი დამახასიათებლი ნიშნები იყო. ჰიპები უარს ამბობდნენ ჯარში გაწვევაზე, იყვნენ პაციფისტები და აპროტესტებდნენ ომებს. მათი იდეოლოგია საკმაოდ ინფანტილური და არარეალურად რომანტიული იყო. მაგალითად ჰიპებისთვის  იარაღი ძალადობის წინააღმდეგ ყვავილები იყო, სწორედ ამიტომ პოლიციელებსა თუ ჯარისკაცებს ურიგებდნენ. ყვავილებს ამაგრებდნენ ხოლმე იარაღის ლულებში, როგორც  ტყვიისა და სიკვდილის ალტერნატივას. თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდები  მოგზაურობდნენ ფურგონებით ან ავტოსტოპით. მოგზაურობა და კომუნებად ცხოვრება მათი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილი იყო.  გატაცებულნი იყვნენ ძენ ბუდიზმით და აღმოსავლური ფილოსოფიით.

სწორედ 1970 წლებში გაადღებულ ჰიპების კომუნების ფოტოებს გვთავაზობს ჟურნალი LIFE – ი, სდაც ნათლად ჩანს მათი ცხოვრების წესი, საცხოვრებელი ადგილები და ყოველდღიური საქმიანობები.

 


Armin van Buuren ქართულ მუსიკალურ ფესტივალზე

$
0
0

30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში გრანდიოზული მუსიკალური ფესტივალი GEM Fest  გაიმართება.  ორგანიზატორებს ფესტივალის სახელწოდებად GEM Fest  შემთხვევით არ შეურჩევიათ. ის წარმოადგენს Georgian Electronic Music Festival-ის ერთგვარ შემოკლებულ ვარიანტს. ეს იქნება საქართველოში ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელშიც ძალიან ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

ბილეთების შეძენა და მონაწილეების სიას ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

დღეს კი საორგანიზაციო ჯგუფმა საზოგადოებას ყველაზე დიდი სიურპრიზის შესახებ ორიგინალური ვიდეო კლიპით ამცნო.

თუ დგახარ, დაჯექი!

31 ივლისს ანაკლიაში კონცერტს მსოფლიოში სახელგანთქმული და ქართველი მსმენელის ძალიან საყვარელი შემსრულებელი Armin van Buuren გამართავს.

 

 

ზემფირა უკრაინის დროშით თბილისურ კონცერტზე

$
0
0

Tbilisi Open Air 2015 პირველი საფესტივალო დღის მთავარი მოვლენა, რუსი როკ-მომღერლის ზემფირას კონცერტი იყო. 2013 წელს თბილისში დაგეგმილი კონცერტის ჩაშლის შემდეგ, მას ქართველი მსმენელი განსაკუთრებულად ელოდა. როგორც აღმოჩნდა, თავად მომღერალიც ძალიან გახარებული იყო თბილისური კონცერტით.

ბოლო 10 თვის განმავლობაში ეს იყო ზემფირას პირველი კონცერტი და ერთგვარი დაბრუნება სცენაზე. ის განსაკუთრებულად გულთბილად მიესალმა ქართველ მსმენელს და არაერთხელ გადაუხადა მადლობა სიყვარულისთვის. თავბრუსდამხვევი შესრულება, ცნობილი ჰიტები, ექსცენტრიული ზემფირა და ყველას დაავიწყდა საშინელი სიცივე და ქარი.

კონცერტის ერთგვარი კულმინაცია იყო სცენაზე აფრიალებული უკრაინის დროშა, რისი ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრების გავრცელებამ რუსებში დიდი გაღიზიანება გამოიწვია.

ეს იყო ემოციების ზღვა თბილისის ზღვაზე.

მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ 4 დღეა და არანაკლებ პოპულარული შემსრულებლების კონცერტები, ეს იყო საუკეთესო საღამო Tbilisi Open Air  2015-ზე. დაუვიწყარი საღამო როგორც ქართველი მსმენელისთვის, ასევე ზემფირას ბასისტისთვის, რომელსაც მომღერალმა დამსწრე პუბლიკასთან ერთად მიულოცა დაბადების დღე.

მომღერალმა თავისი ერთ-ერთი პოპულარული ჰიტის “Сигареты” შესრულების წინ აღნიშნა, რომ უკვე 170 დღეა აღარ ეწევა და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის სიგარეტის გარეშე იმღერებდა.

ფოტო: Tbilisi Open Air Alter/Vision

Archive თბილისში კონცერტის გამართვას ისევ აპირებს

$
0
0

Tbilisi Open Air 2015-ის  მეორე დღის მთავარი კონცერტის დაწყებამდე ფესტივალის სცენებს ქართველი შემსრულებლები მონაცვლეობით იკავებდნენ და მსმენელი ნამდვილად არ აკლდათ. თუმცა ცენტრალური მოვლენის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, სცენასთან ახლოს არათუ თავისუფლად ჯდომა აღარ შეიძლებოდა, არამედ ფეხზე დგომაც კი ჭირდა, ისე გადაივსო მინდორი.

ყველა მოუთმენლად ელოდებოდა ჯგუფ Archive-ის გამოსვლას, რომელიც 2 საათიანი დაგვიანებით დაიწყო. მანამდე კი ქართველი მსმენელის დიდი ნაწილის სასიამოვნო აღმოჩენამ, ჯგუფმა Soap & Skin თავბრუსდამხვევი შესრულებით სასიამოვნო განწყობა შექმნა. რამდენიმე საათის წინ კი ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელში ქართველ მსმენელს მადლობა გადაუხადეს და ვიდეო დაპოსტეს.

და კონცერტი, რომელსაც ყველა ელოდა.

ჯგუფმა, რომელიც 1994 წელს ლონდონში დაარსდა, ძალიან ბევრი წევრი შეიცვალა. ბევრჯერ დაიშალენ და ბევრჯერ გაერთიანდნენ. ის რაც მუდმივი რჩება, მშმენელის მათდამი უდიდესი სიყვარულია. თავდაუზოგავი, გულითადი შესრულება.

მიუხედავად იმისა რომ ქართველი მსმენელის უდიდეს დადებით მუხტს გრძნობდნენ გუშინდელ კონცერტზე, მრჩება, შეგრძნება,  ერთი მსმენელიც რომ მდგარიყო მათ წინ, მაინც ასე გულიანად და პროფესიონალურად შეასრულებდნენ ცნობილ ჰიტებს. ისინი ხომ მუსიკის გურუები არიან.

კონცერტის დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრებმა თავიანთ გვერდზე მადლობა გადაუხადეს თბილისს და უკან დაბრუნების დიდი სურვილი გამოთქვეს.

Thank you, Tbilisi! It was a beautiful night and we can't wait to come back!

Thank you, Tbilisi! It was a beautiful night and we can’t wait to come back!

Ólafur Arnalds თბილისშია

$
0
0

ისლანდიელი მუსიკოსი Ólafur Arnalds, რომელიც თანამედროვე მუსიკალურ სამყაროს მოევლინა როგორც იდეალური ხიდი, ელექტრონულ მუსიკასა და კლასიკურ მუსიკას შორის, 1986 წლის 3 ნოემბერს დაიბადა.

BAFTA-ს პრემიის ლაურეატმა ორი მუსიკალური პოლუსის იდეალური სინთეზი შეძლო. ამბობს, რომ მისი ინსპირაციის წყარო ნებისმიერი რამე შეიძლება იყოს და მუსიკის შექმნა მისი ცხოვრებაა.

მუსიკალური ექსპერიმენტების დიდი მოყვარული და ძალიან ბევრი მუსიკოსის ფავორიტი ოლაფურ არნალდსი  Tbilisi Summer Set-ს დაესწრება და ვორქშოფსაც გამართავს.

დღეს დილით კი მუსიკოსი Facebook-ზე თბილისში გადაღებული მზის ამოსვლის ფოტოთი მოგვესალმა. “Sunrise in Tibilisi” – Tibilisi-ც კი რაღაცნაირად მუსიკალურად ჟღერს და სულაც არ იწვევს პროტესტს, რომ მუსიკოსმა თბილისი არასწორად დაწერა.

Sunrise in Tibilisi <3

 

არტ-გენიალური ნინო ქათამაძე

$
0
0

მომღერალი, რომელიც მისი გამოსვლის მოსასმენად მოსული ხალხის მიერ შექმნილი საცობის გამო საკუთარ კონცერტზე ფეხით მოვიდა, ამბობს რომ მისი კალენდარი 1 იანვრიდან კი არა ფესტივალ “არტ-გენიდან” იწყება. ჩემი მხრივ კი დავამატებ, რომ თუ ნამდვილი, გულწრფელი ნინო ქათამაძის მოსმენა გინდათ, უნდა მოუსმინოთ “არტ-გენზე”.

ყოველი სიმღერის დაწყებისას და დასრულებისას სიყვარულს უხსნის მსმენელს და სთავაზობს რომ მასთან ერთად იარონ გასტროლებზე, იმდენად კარგად გამოსდით ერთად სიმღერა.

“ქუჩაში ერთხელ” პირველი აკორდების აჟღერებას, უზღვავი ემოცია მოყვა და ნინომ ოდნავი დანანებით თქვა რომ მისი რეპერტუარი იყოფა ორად, სიმღერები, რომლებიც მისია და სიმღერები, რომლებიც მსმენელს ეკუთვნის.

ნინო ქათამაძე მღერის მსმენელთან ერთად. არ ეზარება სიმღერის გამეორება, თუ ხედავს რომ პუბლიკას ძალიან მოეწონა. ეფერება სცენასთან ახლოს მდგომ ყველა ადამიანს და ბენდს ეუბნება, რომ დაუკრან ის სიმღერა, რომელიც რეპერტუარში არ ჰქონდათ, მაგრამ ერთმა მსმენელმა წაიმღერა უკანა რიგებში. რიგით მსმენელს კი სთავაზობს სცენაზე ავიდეს და ტამ-ტამზე დაუკრას. თანხმდება ექსპერიმენტებს და კონცერტი გრძელდება დაგეგმილზე ბევრად დიდხანს.

და ასე დიდხანს და უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო მის გენიალურობასა და “არტ-გენიალურობაზე”, მაგრამ როგორც მის ერთ სიმღერაში “… მიყვარხარ და ვიცი გესმის…”, “… მე მიყვარხარ, დრო რომ გავა უფრო ძლიერ მეყვარები…”

ფოტო: სოსო მამნიაშვილი

GEM fest 2015

$
0
0

GEM fest – ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი  30 ივლისს გაიხსნა. ფესტივალი ქართველ შემსრულებლებთან ერთად ისეთ ცნობილ არტისტებს უმასპინძლებს, როგორიცაა ARMIN VAN BUUREN, BOOKA SHADE, DAVID AUGUST LIVE, ELLEN ALLIEN, LUCIANO, TALE OF US, WHOMADEWHO და სხვა.

GEM fest – ი ანაკლიაში გაიმართება. ფესტივალის ერთ-ერთი მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათთვის ასპარეზის დათმობა, სწორედ ამიტომ საზაფხულო კინოთეატრში გაიმართება ახალგაზრდა რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება. ასევე, გაიმართება სახალხო ბაზრობა – თბილისში უკვე კარგად ცნობილი ფლეა მარკეტი. ფესტივალი საქველმოქმედო ხასიათის იქნება, გაყიდული ბილეთებიდან ლარი ”სოლიდარობის ფონდში” გადაირიცხება. ოფიციალური ინფორმაციით უკვე 10 000 ბილეთია გაყიდული, ქართველ მსმენელთან ერთად ფესტივალზე უცხოელ სტუმრებსაც ელოდებიან, რომლებსაც როგორც კერძო, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროები ელოდებიან.

სპეციალურად ფესტივალისთვის იმართება ინფრასტრუქტურა, შენდება 5 სცენა, კარვების ქალაქი, ბარები…  სამუშაოებში ადგილობრივებიც იღებენ მონაწილეობას.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამ ფესტივალის სახით იქმნება ახალი ბრენდი, რომელიც თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ფესტივალის ცხრავე დღეზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 200 ლარია.

ფესტივალის პოპულარიზაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც უწყობს ხელს. სწორედ მათი ინიციატივით ჟურნალისტებისთვის პრეს ტური მოეწყო ანაკლიაში, რომლის ფარგლებშიც მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს საფესტივალო ქალაქი, იქ მიმდინარე სამუშაოები და გაესაუბრნენ ორგანიზატორებს.

 

ავტორები: თამო ჭინჭარაული / ნინო იმერლიშვილი

ტომ უეიტსმა კეიტ რიჩარდსს ლექსი მიუძღვნა

$
0
0

ლეგენდარული როკ-ბენდის, The Rolling Stones – ის გიტარისტი კეიტ რიჩარდსი ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველ სოლო ალბომს უშვებს. ახალი ალბომი სათაურით Crosseyed Heart 18 სექტემბერს გამოდის.

მუსიკალური ჟურნალი Rolling Stone წიგნს გამოსცემს რიჩარდსზე – Keith Richards: The Ultimate Guide to His Music & Legend. სწორედ ამ სპეციალური გამოშვებისთვის ტომ უეიტსმა ლექსი მიუძღვნა ძველ მეგობარსა და კოლეგას.

კეიტ რიჩარდს ტომ უეიტსის მრავალი ალბომი აქვს ნამღერი – 1985 წლის Rain Dogs – იდან დაწყებული 2003 წლის Bad as Me – ით დამთავრებული. “ის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადამიანი და ყველაზე ორიგნალური მწერალია” – ამბობს რიჩარდსი უეიტსზე.

წყარო: http://www.rollingstone.com/


ემი ვაინჰაუსი ექსკლუზიურად ბათუმის კინოფესტივალზე

$
0
0

გოგონა, რომლისთვისაც სიყვარული წაგებული თამაში იყო.

“ემი – გოგონა სახელის უკან” სწორედ ასე ქვია ასიფ კაპადიას დოკუმენტურ ფილმს ემი ვაინჰაუსის შესახებ, რომელიც ჯერ მხოლოდ რამდენიმე კინოფესტივალზე, მათ შორის ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე (BIAFF) აჩვენეს.

“შთამბეჭდავი”, “ზღაპრული და დაუვიწყარი”, “ამის არ ნახვას ვერ აპატიებ საკუთარ თავს”, “წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი”, “კინემატოგრაფიის სიმღერა დაკარგული სულისთვის” – ეს იმ შეფასებების მცირე ნაწილია, რომლებიც ძალიან ცნობილი გამოცემების ჟურნალისტებმა და კინოკრიტიკოსებმა არ დაიშურეს 27 წლის ასაკში დაღუპული მომღერლის შესახებ გადაღებული ფილმისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ფართო კინოგაქირავებაში არ ჩაშვებულა, ის უკვე ბრიტანულ კინომატოგრაფიაში ყველაზე შემოსავლიანი მეორე დოკუმენტური ფილმია “9/11″-ის შემდეგ.

ფილმი, 14 წლის ემის სიმღერის კადრებით იწყება, რომელიც მისი მეგობრის დაბადების დღეზეა გადაღებული. საოცრად მგრძნობიარე, თავისუფალი, მხიარული და მეგობრული გოგონა, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენ თუ 27 წლის ასაკში ალკოჰოლის მაღალი დოზის მიღების გამო გარდაიცვლება. ფილმის ძირითადი ნაწილი სამოყვარულო კამერით და მეგობრების გარემოცვაშია გადაღებული.  ძალიან პიკანტური და პირადული დეტალები მომღერლის შესახებ: როგორ წერდა თავისი სიმღერების ტექსტებს, როგორ ემზადებოდა სცენაზე გასვლისთვის. ამბობენ, რომ ის ბულემიით იყო დაავადებული და ერთხელ დედას გაუმხილა, რომ ინდივიდუალური დიეტა მოიფიქრა, რაც ჭარბი წონის თავიდან აცილებაში ეხმარებოდა.

მომღერლის ოჯახს არ მოსწონს ფილმი. ისინი არც თუ ისე კარგი რაკურსით არიან წარმოდგენილები. თუმცა ოჯახი აქტიურად ეხმარებოდა მას ნარკოტიკოდამოკიდებულებისგან რეაბილიტაციის დროს.

ფილმის კინოთეატრებში ჩვენება სექტემბრიდან იგეგმება. BIAFF-ის მონაწილეებს კი ნამდვილად ძალიან გაგვიმართლა.

 

 

რას უსმენს მებო ნუცუბიძე –მუსიკოსის პლეილისტი

$
0
0

აკვიატებული სიმღერები და ისეთი მელოდიები, რომელიც ცხოვრების ცალკეული მომენტების საუნდტრეკებია, ყველას გვაქვს. ჩვენ გადავწყვიტეთ, გავიგოთ, როგორია ქართველი მუსიკოსების საიდუმლო პლეილისტები. 

გთავაზობთ მებო ნუცუბიძის რჩეულ სიმღერებს.

1. Bon Iver – Towers

ბონ ივერს ეხერხება კოშკების აგება. ჯასტინ ვერნონის მთელი სამყარო ხომ ზღაპრული რეალობაა, სადაც დროის სვლას ვეღარ ამჩნევ.

2. Damien Rice – Amie

დემიენს საუკუნის დასასრულის ეშინოდა – არ იცოდა რას მოუტანდა ახალი ასწლეული მაშინ ჯერ კიდევ Juniper-ის ყველასათვის უცნობ ვოკალისტს. მერე მოვიდა 21-ე საუკუნე და ბევრი კარგი მოგონება, ცუდთან ერთად. ასეა თუ ისე, ეიმი ჩემთვის ყველაზე სევდიანი სიმღერაა დიდი დემიენის შემოქმედებაში.

3. Radiohead – Bulletproof I wish I was

რედიოჰედის ყველაზე მძიმე სიმღერა.

4. Irakli Man – Child of Flowers and the Rain

ჩემი საყვარელი თანამედროვე კომპოზიტორი. რომ არა ირაკლი მანი, ქართული რეალობა ამ უმცირეს ნათელ წერტილსაც დაკარგავდა და მთელი ჩვენი მუსიკალური სივრცე ნეგატიური ჰანგებით იქნებოდა სავსე.

5. The National – Terrible Love

სიმღერა, რომელიც ჩემს ორ შიშს აერთიანებს: სიყვარულს და ობობებს.

6. The Doors – The End

ასე 13-14 წლის ვიქნებოდი პირველად რომ გავიგე ამ სიმღერის არსებობის შესახებ. ჩემი უფროსი მეგობარი მიყვებოდა, როგორ მიდიოდა ორგაზმამდე ამ სიმღერის მოსმენისას. მაშინ ვერ მივხვდი. მერე გავიზარდე და გამეღიმა, თუ როგორი მართალი იყო ჩემი მეგობარი.

7. Simon and Garfunkel – Bridge Over Troubled Water

ძალიან რთული და ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელიც კია, ორმა ადამიანმა ასე გაუგოს ერთმანეთს. საიმონი და გარფუნკელი. ეს სიმღერა ისეთ ბუმბერაზებს აქვთ „დაქავერებული“, როგორებიც ელვის პრესლი და არეტა ფრანკლინი იყვნენ.

ხატია ბუნიათიშვილი Coldplay-სთან ითანამშრომლებს

$
0
0

 

ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი ბრიტანული ჯგუფის Coldplay-ის ახალ ალბომზე სამუშაოდ მიიწვიეს. პიანისტი ჯგუფს ახალი ალბომის მომზადებაში დაეხმარება.  ‘A Head Full Of Dreams’  ბრიტანული როკ ჯგუფის რიგით მეშვიდე სტუდიური ალბომია და  იგი 2015 წლის 4 დეკემბერს გამოვა.

 

 

Coldpay-სთან თანამშრომლობის შესახებ, ქართველმა პიანისტმა გულშემატკივრებს ფეისბუკის ოფიციალური გვერდით შეატყობინა.  ალბომის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანა ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, ბარაკ ომაბამ, რომლის ხმაც   ‘Amazing Grace-ის’ შესრულებისას გაჟღერდება.  წინასწარი ინფორმაციით, ალბომი ასევე შეიცავს კრის მარტინისა და ბიონსეს ერთობლივ ნამუშევარს.

 

 

წყარო : http://agenda.ge/news/47311/eng

ჯიმი პეიჯი სცენაზე ბრუნდება

$
0
0

ინგლისელი გიტარისტი, კომპოზიტორი და პროდიუსერი, ლედ ზეპელინის დამაარსებელი ჯიმი პეიჯი 71 წლის ასაკში სცენაზე ბრუნდება!

მისი განცხადებით, რომელიც მან  Classic Rock  ჟურნალისთვის გააკეთა, ის სცენას 2016 წელს დაუბრუნდება, მუსიკა კი აბსოლუტურად განსხვავებული იქნება ლედ ზეპელინის ჩანაწერებთან შედარებით.“დიდი დრო დამჭირდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ზუსტად ამის კეთება მინდა. ბევრი სიურპრიზიც იქნება – სწორედ ის, რაც ჩემი კარიერის გზაზე მიკეთებია პეიჯი ასევე აღნიშნავს: “რასაც ამ დროის განმავლობაში ვწერდი, სრულიად განსხვავებული იქნება – ეს არის ამ ყველაფრის ხიბლი”

jimmypageclassicrockmagazineoctober2014_638

მიუხედავად იმისა, რომ პეიჯს ჯერ არ დაუქირავებია მუსიკოსები მისი ტურნეებისთვის, მას უკვე დაგეგმილი აქვს თუ რა სახის შოუს დადგამს უახლოეს მომავალში.“გამოყენებული იქნება ბევრი მასალა სხვადასხვა ერადან, თუმცა ეს არ იქნება ის, რასაც ყველა ელოდება, რადგან როგორც აღვნიშნე სიურპრიზებიც ბევრია”.

პეიჯის განცხადებით, ის ისევე კარგად მოემზადება თავისი ტურისთვის, როგორც ლედ ზეპელინმა მოახერხა ეს 2007 წელს ლონდონში O2-ის არენაზე.  “O2 ბრწყინვალე იყო” – ამბობს ის – “და ჩვენ ბევრს ვმუშაობდით რომ ეს შედეგი მიგვეღო. სახლში სხვა მუსიკოსებთან ერთად ვუკრავდი, სანამ დანარჩენ წევრებთან გავაკეთებდი იგივეს (ლედ ზეპელინში) და ახლაც სწორედ იმავეს ვიზამ, რადგან შედეგი, როგორც მინიმუმ უნდა იყოს ისეთი, როგორც O2-ზე.”

Guns N’ Roses კოაჩელას ფესტივალის ჰედლაინერი იქნება!

$
0
0

კოაჩელას მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი” ყოველ წელს ტარდება კალიფორნიაში და უამრავი არტისტისა და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის წარმომადგენლით ანებივრებს საზოგადოებას.  აღსანიშნავია, რომ ფესტივალს ესწრებიან ცნობილი სახეებიც სხვადასხვა სფეროდან. 2016 წელს კოაჩელას ფესტივალი 15-17 და 22-24 აპრილს გაიმართება.

მელომანებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ახლახანს ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეგენდარული ჯგუფი Guns N’ Roses ფესტივალის ერთ-ერთი ჰედლაინერი იქნება! ბენდი ორივე უიქენდზე, შაბათ დღეს გამოვა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იდგება მათთან ერთად სცენაზე, ჯერ-ჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ ვოკალისტსა და გიტარისტს ბოლოს ერთად გამოსვლა 1993 წელს, არგენტინაში ჰქონდათ. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლის ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია და უდიდეს მოლოდინს უღვიძებს მელომანებს.

1

სლეშმა და დაფ მაკეგანმა ფეისბუქ გვერდებზე უკვე ატვირთეს ფოტოები სადაც ჯგუფის კლასიკური ლოგო კოაჩელას ფონზეა.აქსელს რაც შეეხება, მან თვითერით დაადასტურა ეს სიახლე, რომელიც დამატებით ინფორმაციას არ შეიცავდა ბენდის ლაინაფის შესახებ.

კოაჩელას ბანერზე ჩვენ ვხედავთ კიდევ რომელ ჯგუფებსა თუ შემსრულებლებს ვიხილავთ 2016-ში. ყოველ უიქენდს გახსნის LCD Soundsystem, ხოლო დახურავს Calvin Harris-ი. კოაჩელას ფესტივალზე ბილეთების შეძენა 6 იანვრიდან არის შესაძლებელი.

2

 

4

3

6

დევიდ ბოუი 69 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა

$
0
0

69 წლის ასაკში 18 თვიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 10 იანვარს გარდაიცვალა ლეგენდარული მუსიკოსი დევიდ ბოუი. ინფორმაციას ამის შესახებ მუსიკოსის ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს. მისი გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მუსიკოსმა რამდენიმე დღის წინ, თავის დაბადების დღესთან დაკავშირებით ახალი, რიგით 28 სტუდიური ალბომი გამოუშვა, ალბომი ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში ამ დრომდე მოწინავე პოზიციებზეა.

მომღერალი, მისი 40 წლიანი კარიერის განმავლობაში  მოღვაწეობდა როკის, არტ როკის, ჰარდ როკის, დენს პოპის, სოულის, ელეკტრონიკის ჟანრებში. იგი მრავალი ჯილდოს, მათ შორის გრემის მფლობელია და გაყიფული აქვს მილიონობით ჩანაწერი მსოფლიოს მასშტაბით.

რას უსმენს ლევან ცხვარაძე (LOUDspeakers) –მუსიკოსის პლეილისტი

$
0
0

მუსიკოსის პლეილისტის მეორე ნაწილში გადავწყვიტეთ ქართული ალტერნატიული/ინდი როკ-ჯგუფის, LOUDspeakers-ის ვოკალისტის, ლევან ცხვარაძის 5 საყვარელი სიმღერა შემოგთავაზოთ, რომელსაც მომღერალი ყოველ დღე უსმენს.

ლევან ცხვარაძის 5 საყვარელი სიმღერა:

1. Radiohead – All I Need

ეს სიმღერა იმიტომ მომწონს, რომ დატვირთულია ემოციებით და ეს ემოციები მავსებს.

2. Foals – Late Night

ზოგადად ღამე ძალიან მიყვარს და ვფიქრობ რომ ეს სიმღერა ღამეს ყველაზე მეტად უხდება. 

3. Editors – Munich

ეს სიმღერა არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. შავ-თეთრია და ალბათ განსაკუთრებით ამიტომ მიყვარს.

4.  The Verve – Judas 

ეს სიმღერა იმიტომ, რომ ინსტრუმენტების ჰარმონიიდან წამოსული ასეთი სითბო იშვიათია და აქამდე სხვაგან არ შემხვედრია.

5. Other Lives – Fair Weather 

არაამქვეყნიური ბენდია და ეს სიმღერა ჩემი აზრით ყველაზე ახლოსაა არაამქვეყნიურობასთან. 

კიდევ ბევრი სიმღერაა, რომელიც მიყვარს და ხშირად ვუსმენ, მაგრამ ახლა ეს 5 გამახსენდა, ალბათ იმიტომ, რომ ყველა მათგანი თავისებურად სრულყოფილია და ძალიან მიყვარს.


რას უსმენენ დუო “Tinatin”-ის წევრები –მუსიკოსის ფლეილისტი

$
0
0

“Tinatin” ორი მუსიკოსის, თიკას და რადარას მუსიკალური პროექტია. დუო საქართველოდან რამდენიმე თვის წინ მუსიკის საკეთებლად ოკეანის მიღმა წავიდა და დღეს უკვე ლოს ანჯელესში აგრძელებს  მუშაობას ახალ სიმღერებზე. მუსიკოსის ფლეილისტის მესამე ნაწილში სწორედ თიკას და რადარას ამ დროისთვის საყვარელ, ამოჩემებულ სიმღერებს შემოგთავაზებთ, რომლებისადმი მათი დამოკიდებულებაც მათ ახლანდელ ცხოვრებაზეც შეგიქმნით წარმოდგენას. 

 

ეს სიმღერა გამორჩეულად მოგვწონს ალბომიდან “Currents”. თვითონ ალბომიც ძალიან მაგარია. საუკეთესო მაგალითია ალტერნატიული, ელექტორნული და  პოპ მუსიკის სინთეზის.

ამ სიმღერის გარეშე დღე არ იწყება, ალბათ იმიტომ რომ ნოსტალგიური 90-იანების ჟღერადობა აქვს და კალიფორნიას ძალიან უხდება.

უბრალოდ მესიაა კომპტონიდან, დროა ვაღიაროთ.

ეს ის დუოა, რომელიც ჩვენთვის ისპირაციაა.

ამ სიმღერაში ყველაზე ნათლად ჩანს, თ როგორ შეიცვალა თანამედროვე პოპ მუსიკის  “music production,” რაც ჩვენთვის, როგორც მუსიკოსებისთვის დღეს აქტუალურია.   

ყოველდღე გვახსენებს, როგორი უნდა იყოს “pop song.” მინიმალისტური, მარტივი აღსაქმელი და ნებისმიერ გარემოს მორგებული.

ჩვენთვის ეს ჯგუფი “profile picture” არის, ექსპერიმენტული მუსიკა ადაპტირებული “მეინსტრიმზე” 

პ.ს. “tinatin”-ის კალიფორნიული თავგადასავლისთვის თვალის დევნება ყოველდღიურად თქვენც შეგიძლიათ მათ facebook-ის და instagram-ის გვერდებზე.

მუსიკის მოსმენა კი youtube-ზე. 

ასტრონომებმა დევიდ ბოუის თანავარსკვლავედი აჩუქეს

$
0
0

დევიდ ბოუის უკვე საკუთარი თანავარსკვლავედი აქვს. ის  მარსის სიახლოვეს მდებარეობს, შვიდი ვარსკვლავისაგან  შედგება და ელვის ფორმისაა. მუსიკოსის გარდაცვალებიდან ერთი კვირის თავზე, ბელგიელმა ასტრონომებმა თანავარსკვლავედის რეგისტრაციის თაობაზე ოფიციალურად განაცხადეს.

ეს შესაფერისი და სიმბოლური პატივია ბოუისათვის – არტისტისათვის, რომლისთვისაც სამყარო, გალაკტიკა ყოველთვის ინსპირაციის წყარო იყო. ამის კარგი მაგალითია 1973 წელს გამოსული მუსიკალური ალბომის გარეკანი და სინგლები –  SPACE ODITY, Ziggy Stardust, LIFE ON MARS.

ბოუის თანავარსკვლავედი რადიოსადგურ Studio Brussel-ისა და ბელგიის საჯარო ობსერვატორიის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეირჩა . როგორც შემდგომში ობსერვატორიის თანამშრომლებმა განაცხადეს, ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო  :

Studio Brussel-მა  გვთხოვა ბოუისათვის უნიკალური ადგილი გვეჩუქებინა გალაკტიკაში. ეს ნამდვილად არ იყო მარტივი. რამდენიმე შესაძლო ვარიანტის განხილვის შემდეგ, ავარჩიეთ მარსთან ახლოს განლაგებული შვიდი ვარსკვლავი. თანავარსკვლავედის ფორმა ზუსტად ემთხვევა ბოუის საკულტო იმიჯის მთავარ დეტალს – მის სახეზე მოხატულ ელვას.”

თანავარსკვლავედი პროექტ - Stardust For Bowie-ს ნაწილია. პროექტი არტისტის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო და ის ბოუის  თაყვანისმცემლებს საშუალებას  აძლევს Google Sky -ს მეშვეობით, სისტემაში დაამატონ საყვარელი ნამუშევრები მუსიკოსის შემოქმედებიდან და დაურთონ გარკვეული ჩანაწერი.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბოუი 10 იანვარს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა სიმსივნესთან თვრამეტთვიანი ბრძოლის შემდეგ.

სახეები საკულტო ალბომების ქავერებიდან

$
0
0

ჩანაწერებთან ერთად, მუსიკალური ალბომის წარმატების საწინდარი მისი არტიცაა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რაა ალმობზე გამოსახული. მსოფლიოში ცნობილ ალბომთა ქავერებს, ზოგჯერ, საკუთარი წილი დიდება ხვდებათ და ისინი დამოუკიდებლად აგრძელებენ არსებობას. წარმოგიდნენთ საკულტო ალბომებს და მათ ქავერზე გამოსახულ უცნობ ადამიანთა სახეებს.

 

Arctic Monkeys – Whatever people say I am, That’s what I am NOT : მწეველი მამაკაცი ყველასთვის უცნობი, თუმცა თანამედროვე მუსიკის იკონური სახეა. მისი სახელი კრის მაქალარია. ფოტოს გადაღებისას მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი სახე თანამედროვე ბრიტანულ ინდი მუსიკასთან გახდებოდა ასოცირებული.  კრისი ბენდის წევრების მეგობარია და მას ფოტოს სანაცვლოდ ფულიც გადაუხადეს, მაშინ იგი 19 წლის იყო.

 

 

 

 

 

Smashing Pumpkins –  Siamese dreams :  ფანებისთვის დიდხანს იყო გაურკვეველი იმ გოგონების ვინაობა, რომელთა ფოტოს ალბომის ქავერად გამიყენეს. ოფიციალური ინფორმაციით ფოტო 1983 წელს სპეფიალურად ალმობისთვის გადაიღეს, თუმცა მოგვიანებით, ბენდის ერთ-ერთმა წევრმა დათვითა, რომ ფოტოზე გამოსახული ერთ-ერთი გოგონა ბენდის ბასისტი ნიკოლ ფიორენტო იყო.  1983 წელს, ფიორენტო 14 წლის იყო, ფოტოზე გამოსახული გოგონები კი უფრო მცრე ასაკისანი არიან. მათი ვინაობა ჯერ კიდევ დაუდგენელია, თუმცა ზოგიერთის ვარაუდით, გოგონათაგან ერთ-ერთი დიზაინერი და მოდელი ალი ლინგერია.

 

 

 

 

Nirvana – Nevermind :  სპენსერ ელდენი მხოლოდ 3 თვის იყო, როცა მამამისმა იგი აუზში ჩაუშვა და ფოტო გადაუღო. მას შემდეგ, მამას ხელოვნებისთვის, შვილის ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდების გამო ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა ფოტოს, ქცეულიყო მთელი მუსიკალური ერის სიმბოლოდ. ფოტოზე გამოსახული სპენსერი ახალა 24 წლისაა და ქუჩის არტის კეთებითაა დაკავებული.

 

 

 

 

 

Vampire weekend – Contra : პოლოს ყვითელ მაისურში გამოწყობილი ქალბატონი ანა კრისტენ კენისია, რომელიც 80-იან წლებში სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობდა და ლორაეალის სარეკლამო კამპანიებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. პოლაროიდით გადაღებული ანას ფოტო ბენდის წევრებს იმდენად მოეწონათ, რომ იგი თავიანთი ალბომის ქავერად აქციეს. მოგვიანებით, 53 წლის ყოფილმა მოდელმა, ბენდს სასამართლოში უჩივლა, ფოტოს უნებართვოდ გამოყენების გამო და ზიანის ანაზღაურების სახით, 2 მილიონი დოლარი მიიღ.

 

 

 

 

U2 – War : ფოტოზე გამოსახული ბიჭი პიტერ როუვენია. მამამისი ბონოს ახლო მეგობარი იყო და მის ოჯახს ხშირად სტუმრობდა. ერთ-ერთი სტუმრობისას ნახა ფოტო და იგი მარსის ბანტონში გადაუცვალა. შემდეგ ბიჭი ლეგენდაურლი ჯგუფის არა ერთ, არამედ ორ ალმობზე მოხვდა. პიტერი ახლა პროფესიონალი ფოტოგრაფია და დუბლინში ცხოვრობს. ის ხშირად ყვება ამბებს იმის შესახებ, თუ როგორი გავლენა მოახდინა U2-ს ალბომის ქავერზე მისი ფოტოს აღმოჩენამ.  ალბომის გამოშვების შემდეგ, მას ფანები მთელი მსოფლიოდან ურეკავდნენ, პოპულარობა გაიზარდა გოგონებს შორისას. მისი თქმით, ბენდის თითოეულ კონცერტზე მისვლისას, მას ყველა ცნობდა და შეძახილებით ეგებებოდნენ.

 

რას უსმენს ცოტნე გორგოშიძე (დაგდაგანი) –მუსიკოსის პლეილისტი

$
0
0

ქართული როკ-ჯგუფი “დაგდაგანი” დღეს თავის ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარულია. ორიგინალური ქართული ტექსტები, მათთან ემოციური სიახლოვე, ენერგიული ლაივ-კონცერტები.. ეს ისაა, რაც მსმენელს ჯგუფში მოსწონს.

საინტერესოა რას უსმენს თავად ვოკალისტი და ტექსტების ავტორი ცოტნე გორგოშიძე.  “მუსიკოსის პლეილისტში” ამჯერად სწორედ მის საყვარელ სიმღერებსა და მასთან დაკავშირებულ ისტორიებს, შეგრძნებებს გაგაცნობთ.

1. Nick Cave – Wanted Man

ცნობილი ფოლკ სიმღერის ნიკ ქეივისეული ვერსია, ტექსტის ჩანამატით, ენერგეტიკული, დრაივიანი ვოკალი და ბენდის შესრულება რომელიც პირველივე ნოტებიდან ფეხზე გაგდებს. ძალიან ცოტა მუსიკოსია ვისაც შეუძლია ასეთი ემოციით გადმოსცეს სიმღერა ისე, რომ არ გამოჩნდეს მატრაკვეცად.

2. Sonic Youth – I Love You Golden Blue

დაწერილია კიმ გორდონის მამის გარდაცვალებაზე. Sonic Youth-ის ერთ-ერთი ყველაზე მელოდიური სიმღერა და კიმ გორდონის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნამღერი, როგორც ესთეტიურად ასევე ემოციურად.

3. Cure – Disintegration

ყოველთვის მიზიდავდნენ სიმღერები ოჯახურ პრობლემებზე სადაც მთავარი გმირი უფრო უარყოფითი პერსონაჟია. რობერტ სმიტი ყოფაცხოვრებითი სიმღერების  ოსტატია ზოგადად.

4. Grimes – Oblivion

საკმაოდ ბნელი სიმღერა იმაზე თუ როგორია ქალად ყოფნა, ქუჩაში, ღამით და მარტო

5. Tom Waits – Telephone Call From Istanbul (live)

ამ სიმღრის ცოცხალი შესრულება აბსოლუტურად განსხვავდება სტუდიურისგან. ასეთი გრუვიანი სიმღერა ძალიან ცოტაა, მითუმეტეს ასეთი საინტერესო ტექსტით როგორსაც ხშირად გვახვედრებს ხოლმე უეითსი.

6. Pantera – Immortally insane – Groove Metal

ვინმეს თუ აინტერესებს რა არის და როგორი უნდა იყოს, ეს მშვენიერი მაგალითია გასაცნობად. ან საერთოდ მეტალი თუ აინტერესებს.

7.  David Bowie – It’s no game

გენიოსის სიკვდილი იშვიათადაა ხოლმე ასეთი სევდიანი, იმიტომ რომ ასეთი გენიოსები ცალ ხელზე ჩამოსათვლელია. ადამიანი რომელმაც თითქმის ყველა აღსანიშნავ მუსიკოსზე იქონია გავლენა, სამწუხაროდ ბევრისთვის მხოლოდ Space Oddity-ს ავტორად დარჩა და კარგი იქნება თუ ხალხი მის 40 წლიან შემოქმედებით კარიერას ცოტათი მაინც გაეცნობა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველასთვის არის მის შემოქმედებაში საინტერესო მუსიკა, საჭიროა მხოლოდ პირველი ნაბიჯი მსმენლისგან.

პრინცი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

$
0
0

ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი – პრინცი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. პირველი ცნობა მომღერლის გარდაცვალების შესახებ TMZ-მ გაავრცელა. რამდენიმე დღის წინ იგი ილინოისის ერთ-ერთ კლინიკაში გადიაყვანეს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.  დღეს დილით კი, მინესოტაში პრინცის რეზიდენციიდან გვამი გამოასვენეს, მომღერლის ახლობლებმა კი დაადასტურეს, რომ პოპ ვარსკვლავი  გრიპით გარდაიცავალა.

 

 

 

პრინცის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები

 

 

https://twitter.com/ddlovato/status/723199818785427456?ref_src=twsrc%5Etfw

 

Viewing all 24 articles
Browse latest View live